ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


29 ოქტომბერი, 2019

პროფესორ ვალერიან გაბაშვილის თხზულებათა სამტომეულის წარდგენა

29 ოქტომბერს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდა რუსუდან გვარამიას სემინარის პირველი სხდომა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პროფესორ ვალერიან გაბაშვილის თხზულებათა სამტომეულის წარდგენა. რუსუდან გვარამია (1930-2012) ქრისტიანული არაბული ლიტერატურის აღიარებული მკვლევარი, ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლების ცნობილი პუბლიკატორი, არაბულ ხელნაწერთა აღმწერი, „აკადემიური ორიენტალიზმის“ გამორჩეული წარმომადგენელია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული 1500-მდე არაბული ხელნაწერის კოდიკოლოგიური კვლევა და კატალოგების შედგენა მის სახელთანაა დაკავშირებული.


https://www.facebook.com/media/set/?set=a.2680930575296657&type=3